ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, დაცვის მხარემ ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, ალტერნატივის სახით კი გირაოს გამოყენება შესთავაზა. ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია