აკაკი ხუსკივაძე - შოკში ვართ, არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას - აღნიშნული საქმე არის პოლიტიკური მოტივიდან გამომდინარე

სიმართლე გითხრათ, შოკში ვართ, არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, - ასე გამოეხმაურა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე, რომელიც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იყო დაკავებული.

როგორც ხუსკივაძემ განაცხადა, მისი და მისი მეგობრის დაკავება პოლიტიკას უკავშირდება.

„დღეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ქრთამის მიცემის და მოსყიდვის მიზნით, რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს - თეოდორე გობეჯიშვილს, პირველ რიგში ოჯახს მივუსამძიმრე მისი გარდაცვალების შესახებ, ეს საქმეში აღარ ფიგურირებს, აბსოლუტურად სხვა საქმე მიმდინარეობს.

მე პირდაპირ გეტყვით, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკური მოტივიდან გამომდინარე, ვინაიდან, 6 ნოემბერს, 19:00 საათზე, გამოვედით „მთავარის“ ეთერში, სადაც დავასახელეთ 13 გაყალბების მეთოდი, თუ როგორ გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები. იქიდან 24 საათიც არ გასულა, ჩვენ უკვე საპატიმროსკენ მიმავალ გზაზე ვიყავით“, - განაცხადა ხუსკივაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა