ეკა ბესელია - ელისაშვილისგან მსგავსი სულმოკლეობა არ მიკვირს, მას მანდატზე უარის თქმა უჭირს

ელისაშვილისგან მსგავსი სულმოკლეობა არ მიკვირს, მას მანდატზე უარის თქმა უჭირს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პოზიციაზე კომენტირებისას განუცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, ელისაშვილის ხელოვნურ მიზეზებს ეძებს, როგორ შევიდეს პარლამენტში და ამისთვის ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტს იშველიებს.

„რად უნდა პარლამენტის მანდატი მოლაპარაკების პროცესს? ჩვენს ფასილიტატორებთან ერთად დიალოგი და პოლიტიკური მოლაპარაკებები აბსოლუტურად შესაძლებელია მაგის გარეშეც და ესაა იმდენად ხელოვნური და არასერიოზული. ელისაშვილისგან მსგავსი სულმოკლეობა არ მიკვირს, მას მანდატზე უარის თქმა უჭირს და როგორც ჩანს, აქვს თავისი ვალდებულებები მმართველი პარტიის წინაშე. მისი პოზიცია საერთო განწყობას ვერ შეცვლის, პირიქით, უფრო კარგად გამოჩნდება, ვის რა როლი აქვს და ვინ რა პოზიციაზეა“, - აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას შეფასებით, ეს განცხადებები პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მისამართითაა გაკეთებული.

„ევროპარლამენტარების განცხადებები პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართითაა, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს, რომ თავისი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს და ის, რომ დიალოგი იყოს გამოყენებული, როგორც პრობლემის გადაწყვეტის გზა, ნამდვილად სწორია. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის გაგრძელებას ხელი შევუწყოთ, მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, რაც ცოტა ხნის წინ იყო კობახიძის მხრიდან, რომელმაც პრაქტიკულად მოლაპარაკბების ბოლო რაუნდი ჩაშალა“, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა