ალეკო ელისაშვილი - უგულავა, ბოკერია, ნადირაშვილი, ბობოხიძე, გოგორიშვილი, თარხნიშვილი და წერეთელი ვერ მოხვდნენ პარლამენტში და იმიტომ უნდათ მოლაპარაკებების ჩაშლა

გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, კაკო ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი და გიგი წერეთელი ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ მოლაპარაკებების ჩაშლა, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფესიბუქ ლაივში” ისაუბრა.

მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდება, ყველა მხარე გამარჯვებული გამოვა, უბრალოდ, „ვიღაცები შერცხვენილები იქნებიან“.

“ახალი არჩევნები გვინდა, პატიოსანი არჩევნები და სწორედ ამისთვის ვმუშაობთ მოლაპარაკებებზე და სწორედ ამის ჩაშლა უნდოდათ. ამის ჩაშლა უნდოდა კონკრეტულ პარტიას, რომლის ლიდერების ნაწილი ვერ მოხვდა პარლამენტში და ამიტომ არიან, რომ ურევენ ყველაფერს. დავინახე, ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ უნდოდათ ყველაფრის აყირავება. გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, კაკო ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი და გიგი წერეთელი ვერ მოხვდნენ პარლამენტში და იმიტომ უნდათ მოლაპარაკებების ჩაშლა. შესაბამისად იცით რა უნდათ? პოლიტპატიმრების ციხეში დატოვება, არ უნდათ წესიერი საარჩევნო სისტემა - ამის აყირავება უნდოდათ და ამიტომ ავყვირდი, ამიტომ დავუპირისპირდი მათ და ამიტომ ავიღეთ ეს დარტყმები ჩვენ თავზე, მაგრამ მართლები ვართ საქართველოს წინაშე. ჩვენც განგვსაჯეთ, ისინიც განსაჯეთ, რომლებიც მანდატებს ხევენ და თან მოლაპარაკებებზე დადიან და თან პარლამენტში რომ შევლენ და მერე ნახავთ ვის ეყო გამბედაობა, ვინ წავიდა ყველაფრის წინააღმდეგ, როდესაც ფიქრობდნენ, რომ მართლები იყვნენ. ჩვენ ამ ქვეყანას ვემსახურებით და მაგრად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. ჩვენ ვიძახით, რომ უისტორიულესი მომენტი არის ის შეთანხმება, იმიტომ, რომ ჩვენ “ქართულ ოცნებას” რაღაცები გამოვგლიჯეთ ელჩების მეშვეობით. თუ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას და ჩვენ ხელში გვეჭირება კარგი საარჩევნო სისტემა, თუ გამოვლენ პოლიტპატიმრები - იქიდან ყველა გამარჯვებულები გამოვალთ, ვიღაცები უბრალოდ შერცხვენილები იქნებიან”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე