მიხეილ ყაველაშვილი - მოსაწყენი იყო მხოლოდ გოცირიძე რომ ვერ დავინახე

მოსაწყენი იყო მხოლოდ გოცირიძე რომ ვერ დავინახე,- ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პირველ შეკრებას, სადაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები იყვნენ წარმოდგენილი. მისი თქმით, არჩევნები არათუ არ გაყალბებულა, არამედ წელს ამ პროცესმა ყველაზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

"მთელი ეს დრო ჩვენმა ლიდერებმა ელჩებთან ერთად გამოიყენეს, მოლაპარაკების პროცესი იყო, რომ შეჯერებულიყო პოზიციები და ის ადამიანები, ვინც არიან არჩეული მოქალაქეების მიერ, პარლამენტში მოეხდინათ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება. კარგად ვიცით, გადათვლაზე უარი თქვეს, სხვადასხვა მექანიზმებზე უარი თქვეს, ბოლოს საგამოძიებო კომისია რომ შეექმნათ, ამაზეც უარი თქვეს. თუ გაიხსენებთ 8 მარტის შეთანხმებამდე, როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორი ვნებათაღელვა იყო ნებისმიერი კონგრესმენის წერილზე და როგორ იყო მომართული ყველა თქვენგანი - ამან ეს თქვა, იმან ეს თქვა და რა აზრის ხართ, ახლა რამდენი ევროპარლამენტარი, ელჩები და ჩვენი პარტნიორები, ყველა მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ შემოვიდნენ პარლამენტში. გაყალბებულა კი არა, ასეთი მშვიდი გარემო როგორც ახლა იყო, მე არ მახსოვს. წინაზეც იყო ვნებათაღელვები, ახლა ძალიან მშვიდი ვითარება იყო. ყველა ოპონენტი ამბობს, რომ დააკლდა პროცენტები, ეს პროცენტები რომ შეკრიბო, 100 პროცენტი გამოდის, ესე იგი "ქართული ოცნება" აღარ არსებობს?!"- განაცხადა ყაველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა