დავით ბაქრაძე - ეს პარლამენტი ვერცერთ ძირითად ფუნქციას სრულფასოვნად ვერ შეასრულებს, რაც ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც ქვეყანაში გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა

ეს პარლამენტი პარლამენტის ვერცერთ ძირითად ფუნქციას სრულფასოვნად ვერ შეასრულებს და ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც ქვეყანაში გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობის შეფასებისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

მისი განმარტებით, წარმომადგენლობითი ორგანო გულისხმობს, რომ ის უნდა წარმოადგენდეს ხალხს და უნდა წარმოადგენდეს პოზიციების იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ამომრჩეველსა და ქვეყანაშია.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტი, სადაც არის ერთი პარტია, განსაზღვრების მიხედვით ვერ იქნება წარმომადგენლობითი ორგანო.

„ეს ვერ იქნება პარლამენტი, რომელიც წარმოადგენს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება. ეს ვერ იქნება პარლამენტი, სადაც იქნება პოლიტიკური დებატები და განსხვავებული აზრების, თუნდაც, მწვავე დაპირისპირება, რაც კიდევ ერთი ფუნქციაა პარლამენტის. ეს იქნება პარლამენტი, სადაც ვერ მოხერხდება მთელი რიგი კანონების მიღება. ვერ შეძლებს ვერც მთავრობის ზედამხედველობას, რადგან მხოლოდ ერთი პარტიაა, რომელიც თვითონ აკონტროლებს მთავრობას, თვითონ ქმნის მთავრობას და თვითონ არის მთავრობის ნაწილი. ამიტომ პარლამენტის ვერც ერთ ძირითად ფუნქციას ეს პარლამენტი სრულფასოვნად ვერ შეასრულებს და ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც ქვეყანაში შექმნა გაყალბებულმა არჩევნებმა,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირების ვადა კანონით დადგენილზე ნაკლები შეიძლება იყოს, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება ავტომატურად ამას არ ნიშნავს, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს ასე იქნება.

„არსებობენ მთელი რიგი ქვეყნები, სადაც არიან ერთპარტიული პარლამენტები. ქვეყანაში, სადაც ერთპარტიული პარლამენტი ერთი სრული ვადით ძლებს, როგორც წესი, მეორე ვადით მრავალპარტიული პარლამენტი აღარ აირჩევა და რჩება ერთპარტიულ ქვეყნად. ამიტომ, მე, ნამდვილად, არ მემეტება საქართველო, რომ ასეთი ქვეყნების რიცხვში იყოს და იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ და რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ყველა ერთად ამ ქვეყანაში მივაღწევთ ნორმალური, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ნორმალური პარლამენტის არჩევას, როგორიც ეკადრება საქართველოს - მრავალპარტიული, განსხვავებული შეხედულებებით, მწვავე, მაგრამ მრავალპარტიული პარლამენტის არჩევას, როგორიც სჭირდება ქვეყანას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა