მე-11 ქვეითი ბატალიონი GDRP-ის დასკვნით წვრთნას გადის

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასკვნით წვრთნას ვაზიანის პოლიგონზე გადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მე-11 ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევით განახორციელა.

„ოპერაცია წარმატებით, მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა. ქვედანაყოფის მანევრში ინტეგრირებული იყო 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნთა ცეცხლი, მძიმე ტყვიამფრქვევები, 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნები, სნაიპერთა გათვლები და გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „Javelin“(ჯაველინი).

დასკვნითი ფაზა ასეულის დონის საბრძოლო სროლების ბატალიონის საბრძოლო მხარდამჭერ ელემენტებთან ინტეგრაციით განხორციელდა. სწავლების მიზანია, ბატალიონმა ბრიგადასთან კოორდინაციით ასეულის დონის საბრძოლო სროლების დაგეგმვა, აღსრულება, კონტროლი და შეფასება შეძლოს. ასევე, წვრთნები ხელს შეუწყობს რეალურ საბრძოლო მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პირადი შემადგენლობის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას. საბრძოლო სროლების დაგეგმარებისა და აღსრულების პროცესი საბრძოლო მომზადების ცენტრისა და ამერიკელ პარტნიორთა მენტორობით ხორციელდება.

სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ“,-აცხადებენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა