ამირან გამყრელიძე - მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების კრიტიკულ მდგომარეობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე პაციენტები და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

„მომავალი 2 კვირა გვექნება გაზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის. საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი იყო, როგორც წესი 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა როდესაც იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, 49 გარდაცვლილი, რომელიც დღეს დაფიქსირდა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში.

„49 გარდაცვლილი რაც დღესაა, არის საკმაოდ მაღალი. 49 გარდაცვლილი არის ის მაჩვენებელი, როდესაც შემზღუდველი ღონისძიებები არის აუცილებელი ქვეყანაში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში, კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა - ამირან გამყრელიძე

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!