"თიბისი ბანკის" საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Moody’s "თიბისი ბანკს" უცხოური ვალუტის დეპოზიტების საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2 დონემდე გაუზარდა, ხოლო პროგნოზი დაადასტურა, როგორც “სტაბილური”,- ამის შესახებ "თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"თიბისის" ცნობით, სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის ზრდა განპირობებულია მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებით, რომლებიც ქვეყნებისთვის, ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციებისა და სხვა ვალდებულებებისთვის ე.წ. „რეიტინგის ჭერის“ დადგენას განსაზღვრავს.

"აღნიშნული ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შევიდა. მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უცხოური ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე დადგენილი რეიტინგის ჭერი, რასაც მოჰყვა "თიბისი ბანკისთვის" უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით, Ba2-დონემდე გაზრდა",-აღნიშნავენ "თიბისიში".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა