მამუკა ხაზარაძე - ელჩებს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს" პოზიცია არის მყარი და არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ელჩებს ვუთხარით, რომ თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ მოხდა, „ლელო" გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ელჩები ინფორმირებული არიან, თუ რა ხდება არა მარტო მედიასივრცეში, არამედ სრულიად ქვეყანაში.

„შეხვედრა ეხებოდა იმ შექმნილ სიტუაციას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კონკრეტულად ორი მხარე. ჩვენ ვისაუბრეთ „ლელოს" გეგმებზე, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს" პოზიცია არის მყარი, „ლელოს" პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მსხვრევადია, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს პოზიცია ძალიან ცხადად და მყარად დავაფიქსირეთ.

მინდა გითხრათ, რომ ელჩები არიან მყისიერად ინფორმირებული, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, თუ რა ხდება არამარტო მედიასივრცეში, არამედ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში და, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული.

ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე, არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო. ეს არის მოლაპარაკების ბოლო შანსი. აქვე ვუთხარით, რომ თუ შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, „ლელო" გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება.

კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს ყველა მცდელობა, რომ შემოგვასაღონ, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო, რაც უნდა ბრიფინგები მოეწყოს, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მიტაცებასთან დაკავშირებით", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელოს" თავმჯდომარემ იმასაც გაუსვა, ხაზი, რომ ელჩებთან შეხვედრის დროს, მისი პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნების გაყალბებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს.

"მათ იციან, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენ გვაქვს მკვეთრი პოზიცია, რატომ არ შევდივართ პარლამენტში. არ დავუშვებთ "შემოგვასაღონ" ის განცხადებები, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ ხელში გვიჭირავს სერიოზული ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ხმები გაყალბებულია,"- აცხადებს ხაზარაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით