გიორგი ვაშაძე - იმ პოზიციებზე, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით იკავებს, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, უკეთესი იქნება, თუ ცოტა ხანი გაეშვება ამ პროცესს

იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით იკავებს, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისი რადიკალური განცხადებები პროცესის განვითარებას ხელს არ უწყობს.

„როგორც მინიმუმ, მე ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი რადიკალური განცხადებები ნამდვილად არ უწყობს ხელს პროცესის განვითარებას და მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც ის იკავებს ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს და მისცემს საშუალებას საქართველოში მყოფ მის თანაგუნდელებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია