კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მსახიობი საავადმყოფოდან გუშინ გაეწერა და სარეაბილიტაციო პერიოდს სახლის პირობებში გადის. ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ თავად იმერი კავსაძე და მისი მეუღლეც.

„კორონასგან გამოჯანმრთელდა, ახლა უკვე სარეაბილიტაციო პერიოდი სახლში უნდა გაიაროს და სახლის პირობებში მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. რომ გითხრათ, გადასარევად არის-თქო, ძნელია, რადგან ორი კვირა მწოლიარეა, მაგრამ ყველაფერი კარგად წავა“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.

ცნობისთვის, კახი კავსაძე კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. ის მკურნალობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

იხილეთ ვიდეო:კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!