პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე აირჩიეს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვიქტორ სანიკიძის კანდიდატურა წარუდგინა.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას, ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარდგენით, აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს დაუჭირეს მხარი. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში აქტიური სამუშაო გასწია და სხვადასხვა შინაარსის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მოამზადა. მისივე თქმით, აღნიშულ მიმართულებებზე კომიტეტი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას და დარგის სპეციალისტების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით არაერთ მნიშვნელოვან კონცეფციას და დოკუმენტს შეიმუშავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა