ნუგზარ წიკლაური - პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ - იმედი მაქვს, არჩევანი შეჩერდება ადამიანზე, რომელიც შეძლებს ბრძოლის სწორად ორგანიზებას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომლებიც ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან და აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევენ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს.

„ ასეთი თარიღი ჯერ არ არის გამოცხადებული. პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ აირჩევა თავმჯდომარე, ყრილობაზე ავირჩევთ. ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება სამდივნო შეკრებაც, პოლიტიკური საბჭოს შეკრებაც. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ვხედავთ რა მოსაზრებები არის პოლიტიკურ საბჭოში, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს. ჩემი ინფორმაციით, ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ვნახოთ რომელ კანდიდატურას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს.

არის რამდენიმე ადამიანი, თქვენ ყველა იცნობთ ამ ადამიანებს, ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ახლა არ ვისაუბრებდი პერსონალიებზე, მაგრამ ასეთი ადამიანები არსებობენ, მათ შორის, იქნება არჩეული ის ადამიანი, რომელსაც უკეთ შეუძლია პარტიის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, პარტიის ახალმა თავმჯდომარემ უნდა მოამზადოს წინააღმდეგობის მოძრაობა დიქტატორი მმართველის წინააღმდეგ.

„ იმ პირობებში, როდესაც უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე, უმთავრესად ვთვლი, რომ ამ პარტიის თავმჯდომარემ და ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობა ავტორიტარიზმის და დიქტატორი მმართველის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან მძიმე, სერიოზული და საპასუხისმგებლო სამუშაო.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი არჩევანი იქნება შეჩერებული ისეთ ადამიანზე, რომელიც შეძლებს გარდაქმნების განხორციელებას და ბრძოლის სწორად ორგანიზებას“,-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა