ირმა ნადირაშვილი წულუკიანის განცხადებაზე - თავს უფლებას აძლევენ, რომ თავისი ბნელი საქმეების შესახებ უკვე ხმამაღლა ისაუბრონ

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, წულუკიანის განცხადება, სადაც ის „რუსთავი 2-ის“ საქმეში ხელისუფლების აქტიურ ჩართულობაზე საუბრობს, ძალის გამიზნულად დემონსტრირებაა. ნადირაშვილის თქმით, წულუკიანის განცხადებით აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერი საქმის შეკერვა და მფლობელების შეცვლაც კი ოლიგაქრის სასარგებლოდ.

„წლების განმავლობაში გრძელდებოდა ეს დავა „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით და ვისმენდით უტიფარ განცხადებებს ყველა ჯერზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოსაგან, რომ ეს იყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და გუშინ წულუკიანმა ასე პირდაპირ და უტიფრად გამოგვიცხადა, რომ ეს ყოფილა დავა წამოწყებული სახელმწიფოს მხრიდან და მისივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ, სახელმწიფოს ძალიან ბევრი შრომა ჩაუდია იმაში, რომ „რუსთავი 2“ გადასულიყო ოლიგარქის ჯიბეში. სწორედ ეს განცხადება ვიხილეთ გუშინ ჩვენ. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ წულუკიანს ეს სიტყვები წამოცდა, ეს ჩემი აზრით იყო გამიზნული ძალის დემონსტრირება, რომ აი ჩვენ კანონიერ მფლობელებს წავართვით „რუსთავი 2“. ხელისუფლებას ახლა ინსტიტუტები აქვს მოდუნებული, ისინი თვლიან, რომ კიდევ ერთი არჩევნები მოიგეს, სინამდვილეში კი გააყალბეს და თავს უფლებას აძლევენ, რომ თავისი ბნელი საქმეების შესახებ უკვე ხმამაღლა ისაუბრონ. სწორედ ეს არის, რომ მათ ახლა აქვთ გამარჯვების სინდრომი, დაჯღაბნილი, გადაწერილი ოქმების საფუძველზე, მაგრამ მაინც აქვთ და თვლიან, რომ შეუძლიათ ასე ღიად და უტიფრად ისაუბრონ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი საქმის შეკერვა და მფლობელების შეცვლაც კი ოლიგარქის სასარგებლოდ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში წამყვანებს მიმართა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრესთვის დაბრუნებისთვის ბევრი იშრომა.

“თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი 2" ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, იმიტომ რომ მე ტყუილად კომპლიმენეტებს არ ვარიგებ“,- განაცხადა წულუკიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა