პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე აირჩია.
პირველი მოადგილის თანამდებობა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა დაიკავა, ხოლო მოადგილედ, ფრაქცია "ქართული ოცნების" წარდგენით, რატი იონათამიშვილი აირჩიეს.
ოპოზიციონერი მოადგილე არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეყოლება.
დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დებულებაც დაამტკიცა.