ანონსი 17 დეკემბერი

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის" ხელმძღვანელი ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე იძულების, მუქარისა და ქრთამის შეთავაზებაში ბრალდებულების, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის წინასასამართლო პროცესი გაიმართება.

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში უფლებადამცველი, ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის" ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: კანონპროექტი ამნისტიის შესახებ

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #8.

საკონტაქტო პირები: ხატია ჯიღაურიშვილი 599 78 00 05, ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01

17 დეკემბერს, 14:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ცქიტიშვილი, "მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენს.

მის: ქალაქი მცხეთა, კარიბჭის ჩიხის #1, მცხეთის ახალი მუზეუმის (ყოფილი კინოთეატრის) შენობა

17 დეკემბერს, 14:00 საათზე, მოძრაობა ,,შემახე ამნისტია'' პარლამენტის უკან აქციას გამართავს მოთხოვნით: პარლამენტმა გამოსცეს ამნისტიის აქტი.

საკონტაქტო: 598549484

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა