ნატო ჩხეიძე - გაყალბებული არჩევნები უნდა მოისპოს და ამ მოსპობის საფუძველია მანდატებზე უარის თქმა

მანდატი მთავარი არ არის, მთავარია, შენი საქმიანობით რაიმე სიკეთე მოუტანო ქვეყანას,-ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძლიერი ბერკეტია, როდესაც არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში არ არის.

„გაყალბებული არჩევნებით შედგენილ პარლამენტში არ შეიძლება, რომ დეპუტატი იყო და ამ გაყალბების პირობებში იმუშავო. ჩვენ ვფიქრობთ, ძლიერი ბერკეტია, როდესაც არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში არ არის. ამასვე მოითხოვს ჩვენგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. ამიტომ, სწორედ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტი, რადგან მანდატი მთავარი არ არის. მთავარია, შენი საქმიანობით რაიმე სიკეთე მოუტანო ქვეყანას. ეს სიკეთე ახლა სწორედ არის ის, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და აღარ გვქონდეს არც ერთ პარტიას და ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ იმის განზრახვა, რომ მიიტაცოს ან გააყალბოს არჩევნები და ასე მართოს ქვეყანა. გაყალბებული არჩევნები უნდა მოისპოს და ამ მოსპობის საფუძველია ჩვენი მანდატებზე უარის თქმა“,-განაცხადა ჩხეიძემ.

მისი თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარება ხელისუფლებასთან შეთანხმების მისაღწევად აუცილებელი პირობაა და თუ ეს არ შესრულდა, სხვა თანმდევი პირობების შესრულებას აზრი არ აქვს.

„ შეთანხმების პირველი პუნქტი არის სწორედ ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები. დანარჩენი არის თანმდევი. თუ პირველი არ შესრულდა, თანმდევის შესრულებას აზრი არ აქვს“,-განაცხადა ჩხეიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა