დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზალკალიანი Twitter-ზე წერს.

"მქონდა მეგობრული სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან. მე მას მივულოცე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და მასთან ერთად განვიხილე საქართველოსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები", - წერს დავით ზალკალიანი.

მისივე განცხადებით, დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაერთიანებული ძალებით მოქმედების მნიშვნელობას. ამასთან, განიხილეს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და იმსჯელეს პარლამენტის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობის შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა