მოხარული ვარ, რომ ვესაუბრე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
„განვიხილეთ საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში არსებული სიტუაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ასევე კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეები და ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა. ამასთან, ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით ჩვენს მოლოდინებზე“,- აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი „ტვიტში“.