ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს დაავალა და პირდაპირ ეთერში დააპირისპირა ნიკა მელიას, რომ მას რაღაც ზედმეტად „თავში არ ავარდნოდა“

სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს დაავალა და პირდაპირ ეთერში დააპირისპირა ნიკა მელიას, რომ რაღაც ზედმეტად „თავში არ ავარდნოდა“ მას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, თუ ვინ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელმძღვანელობა არის გამოკვეთილი, პირველი პირი არის სააკაშვილი, მეორე პირი არის გვარამია, დანარჩენი ყველა არის მეორეხარისხოვანი.

თქვენ გახსოვთ, მაგალითად, როცა მელიას რაღაც ამბიციები გაუჩნდა ლიდერობასთან დაკავშირებით არჩევნების შემდეგ, ის იყო აგრესიული პროცესების ლიდერი პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს დაავალა და პირდაპირ ეთერში დააპირისპირა სანიკიძე მელიას, რომ რაღაც ზედმეტად თავში არ ავარდნოდა მას. სააკაშვილი არის პირველი პირი, გვარამია არის მეორე პირი და ბუნებრივია, მათთვის, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ეს აბსოლუტურად ფორმალური მხარეა, ანუ ეს იქნება აბსოლუტურად ფორმალური ფიგურა პარტიის თავმჯდომარე, თუ რაც ერქმევა. პირველი პირი იქნება სააკაშვილი, მეორე პირი გვარამია და ნუ, ერთმანეთთანაც პატარა კონკურენცია ამ ორ პირს აქვს, მესამე პირი ვინ იქნება და ფორმალურად თავმჯდომარე ვინ იქნება, მეორეხარისხოვანია“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა