„არემჯიმ“ პროფესიულ დღესასწაულზე წლის სამთოელები დააჯილდოვა

კომპანია „არემჯიში“ 2020 წლის საუკეთესო სამთოელები გამოვლინდნენ. ინფორმაციას „არემჯი” ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პანდემიის პირობებში 17 დეკემბერმა საზეიმო ღონისძიების გარეშე ჩაიარა, თუმცა კომპანიის მენეჯერებმა ექვს საუკეთესო თანამშრომელს სამთოელის ჯილდო გადასცეს და მათ პროფესიული დღე მიულოცეს.

„ვულოცავ ყველა ჩვენ თანამშრომელს სამთოელის დღეს, რომელიც გასულ წელს „არემჯის“ პროფესიულ დღესასწაულად დავაწესეთ. ამ დღეს საშუალება გვაქვს შევაჯამოთ გასული წელი, რომელიც გამოწვევებით სავსე, თუმცა ამავე დროს ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ვისწავლეთ ერთმანეთის კიდევ უფრო დაფასება და გვერდში დგომა. მადლობას ვუხდი 2020 წლის რჩეულ სამთოელებს - ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამ ჯილდოს”,- განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

„დიდი მადლობა ჩემი საქმიანობის გამორჩევისთვის და წლის სამთოელად დასახელებისათვის. მართლა დიდი დაფასებაა თანამშრომლებისათვის, მცოდნე ინჟინრებისა და მუშებისთვის, რომლებიც წლებია საქმიანობენ კომპანიაში. დღეს მსოფლიოში და საქართველოში დიდი კრიზისია, მაგრამ ამას ეკონომიური კუთხით ყველაზე ნაკლებად ალბათ ჩვენი თანამშრომლები გრძნობენ, რადგან ამ დრომდე ვახერხებთ საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებას. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ამ საქმეში უნდა იყო ძალიან მონდომებული, გქონდეს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა და რა თქმა უნდა, გიყვარდეს საკუთარი საქმე რათა მიაღწიო წარმატებას.“

ნოდარ იასაღაშვილი „არემჯის“ სარემონტო მექანიკური საამქროს უფროსი: „30 წლის წინ, ხარატის მოსწავლეობით დავიწყე მუშაობა კაზრეთში. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე და დღეს სარემონტო მექანიკურ საამქროს ვუძღვები. ასეთი აღელვებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ, სიხარულის ცრემლები მომადგა, როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს. „არემჯი“ ჩემი მე-2 ოჯახია, აქ გაცილებით მეტ დროს ვატარებ ვიდრე სახლში. ახლა ვხვდები, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც საკუთარ საქმეს სიყვარულით აკეთებ და ეს შრომა ასე გიფასდება. მადლობა ყურადღებისთვის და მთელი გულით ვულოცავ 2020 წლის ყველა გამარჯვებულს”,- განაცხადა „არემჯი კოპერის“ ტექნოლოგიურ-კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა ცარო დალაქიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა