"ვივამედის" კლინიკური დირექტორი - დაზიანებული დაცვის თანამშრომელი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაგვყავს, მდგომარეობა სტაბილურია

„ვივამედიში“ დაჭრილი დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, მას საკმოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, კლინიკის ხელმძღვანელობა მზად არის, საგამოძიებო ორგანოებთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

„კლინიკის პაციენტის ოჯახის წევრებისა და დაცვის თანამშრომლების დაპირისპირების შედეგად, დაზიანებული დაცვის თანამშრომლის ოპერაციული ჩარევა დასრულებულია. ოპერაცია საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო, დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი დაფიქსირდა, ასევე აღინიშნებოდა ჰემორაგიული შოკი, ამჟამად პაციენტი გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლოთ“,-განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ინციდენტის მოტივი უცნობია. როგორც კლინიკაში განმარტეს, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა