მელიქიშვილის ჩიხის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გორში, მელიქიშვილის ჩიხის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 32 972 ლარია, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაიგეგმა. პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, დაიგება რეზინის ფილები საბავშვო მოედანზე, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. პროგრამისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2020 წელს 21 დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიგეგმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია