კახი კახიშვილი - მე ყოველთვის ვარ მოლაპარაკების მომხრე, ნამდვილად ძალიან მსურს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში

როცა ხელისუფლება რაღაც ტიპის განხილვებში გადაწყვეტილებას იღებას, აუცილებლად სჭირდება განსხვავებული აზრი, რომ თვითკმაყოფილების გრძნობა არ გაუჩნდეს და არ გადაამლაშოს ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა კახი კახიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია შევიდეს.

„მე ყოველთვის ვარ მოლაპარაკების მომხრე, ნამდვილად ძალიან მსურს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში, არა იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში კარგი იქნება, არამედ ეს ქვეყანას სჭირდება. კონსტრუქციული ოპოზიცია საჭიროა იმისთვის, რომ როცა ხელისუფლება რაღაც ტიპის განხილვებში გადაწყვეტილებას იღებას, აუცილებლად სჭირდება განსხვავებული აზრი, რომ თვითკმაყოფილების გრძნობა არ დაემართოს და არ გადაამლაშოს. თქვენ გახსოვს ის პერიოდი, როცა სამწუხაროდ, პარლამენტი ერთი ადამიანის სურვილზე იღებდა გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი სადამდეც მივიდა, მივიდა. ამიტომ სასურველია, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში, რომ უფრო მეტად განვავითაროთ საქართველო. ეს არ უნდა არც საზღვარგარეთს, არც კახიშვილს, ეს ქვეყანას სჭირდება. რა თქმა უნდა, კონსტრუქციულ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, რომელიც იქითკენ არის მიმართული, რომ ქვეყნისთვის სიკეთე მოიტანოს, განხილვებში ჩაერთოს, კრიტიკა იქნება თუ ალტერნატიული საკითხები, დააფიქსიროს, რადგან შეიძლება რაღაც დოზით დღეს - ხვალ შენ თვითონ იყო ხელისუფლებაში თავშეკავებულად, მაგრამ როცა არ გყავს უკვე მაკონტროლებელი, გამკრიტიკებელი, შეიძლება რაღაც საკითხები იმდენად კარგად ვერ აწონო, ვიდრე შენი ოპონენტი გეტყვის, ამისთვის არის საჭირო ოპოზიცია,"- განაცხადა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა