გია ვოლსკის ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფაა დაგეგმილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, დაგეგმილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფა. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროს გაყოფის საკითხი იხილება და “დიდი ალბათობით ასეც მოხდება“.

მისივე თქმით, “თავიდანაც შეცდომა იყო დაშვებული, როცა გაერთიანება მოხდა“.

“მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ჩვენ ამ არაჯანსაღ გარემოში არ უნდა მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ არ ჩავთვლით იმ გეგმას, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული - ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და იუტიციის მინისტრის ვაკანტური პოსტის შევსება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

მისივე ინფორმაციით, მთავრობაში სხვა ცვლილება დაგეგმილი არ არის.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა