საბა ბუაძე - შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა ვერსია თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია - ჩვენ არანაირი ბლოკის შექმნის მსჯელობაში არ ვმონაწილეობთ

კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, შეჯერებული პოზიცია არ არსებობს, აქ განხილული იყო სხვადასხვა ვერსია თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია უახლოეს პერიოდში, გრძელვადიან პერიოდში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა იმყოფება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსვლას მრავალპარტიული პარლამენტი სჭირდება.

"ეს კრიზისი აისახება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. პირველ რიგში, ეკონომიკაზე, რომელიც "ქართული ოცნებისა" და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო არის უმძიმეს მდგომარეობაში. ამ მასშტაბის კრიზისის აწევა არცერთ პოლიტიკურ ძალას მარტო არ შეუძლია, ამას სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი. ქუჩის პროტესტი არ გაინიხილება პანდემიის გამო. ოპოზიცია ყველა ლეგიტიმურ ფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანის ხელისუფლებას დავანახოთ ახალი არჩევნების უალტერნატივობა. ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკებების მცირე ფანჯარა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული.

ჩვენ მოცემულ მომენტში, სრულიად მზადყოფნაში ვართ და მოწადინებულები, რომ ეს შეთანხმება შედგეს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დრო რჩება, ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი იმის, რომ ეს პოლიტიკურ კრიზისი დავძლიოთ ერთობლივად. როცა ეს შესაძლებლობა ჩაიკეტება, ბუნებრივია, სხვა შესაძლებლობებსა და ალტერნატივებზე მსჯელობა ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ.

რაც შეეხება ბლოკის შექმნას, ჩვენ არანაირი ბლოკის შექმნის მსჯელობაში არ ვმონაწილეობთ ჯერ პოლიტიკურ კრიზისს სჭირდება ჩაქრობა", - განაცხადა ბუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა