მაია ბითაძე - ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მთავრობის ახალ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლითაც ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები გამკაცრდა.

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მთავრობის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საავტომობილო ბენზინის ხარისხის ნორმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირებაა ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა და ევროპულ სტანდარტებთან გატოლება. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სხდომაზე მიიღეს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქებში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. ამით მიღწეული იქნება ჯანსაღი გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჯანდაცვის, ასევე გარემოს დაცვის კუთხით. საწვავის ხარისხის კონტროლი 2016 წლიდან დაიწყო. სახელმწიფო აკონტროლებს საწვავს მისი შემადგენლობის მიხედვით, იღებს ბენზინის სინჯებს ტყვიის, გოგირდის და ოქტანობის რიცხვების მახასიათებლების კუთხით, თითოეულ ბენზინგასამართ სადგურში მონიტორინგი კეთდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ითვალისწინებს ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმების კიდევ უფრო დაახლოებას და შესაბამისი ევროპული დირექტივით განსაზღვრული ყველა მახასიათებლის ნორმის დადგენას. კერძოდ, ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს დაემატა ახალი პარამეტრები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს წვის პროცესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის გაფრქვევები და ეს ეტაპოვრივად ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. ახალი პარამეტრების დამატება ბენზინის ფასზე გავლენას არ მოახდენს.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა