მუნიციპალური ინსპექცია - სხვადასხვა ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის სამსახურებში გადაამოწმონ. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუნიციპალური ინსპექცია აფრიკის დასახლებაში ჩანგელიების საცხოვრებელი სახლის დანგრევას 20 დეკემბერს აპირებს, სიცრუეა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მცხოვრების სახლის დემონტაჟის შესაჩერებლად, სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩანგელიების სახლის დემონტაჟი 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწების დატაცების ფაქტებისა და უკანონო მშენებლობების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. ჩატარებული ინსპექციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე იწყება მოკვლევა და შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლის შემდეგ, მხოლოდ იმ მშენებლობების დემონტაჟი ხდება, სადაც იმ დროისთვის, არავინ ცხოვრობს. დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე, კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია, მეპატრონე წერილობითი ფორმით გააფრთხილოს და მოუწოდოს, უკანონო მშენებლობის დემონტაჟი თავად განახორციელოს. წერილობით გაფრთხილებაში ასევე, მითითებულია ინსპექციის საკონტაქტო ინფორმაცია. სხვა შემთხვევების მსგავსად, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილება ჩანგელიების სახლზეც განათავსა, სადაც კონკრეტული ვადა არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს. გვინდა, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოვუწოდოთ, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის სამსახურებში გადაამოწმონ“ , - აღნიშნულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა