ანონსი 19 დეკემბერი

ანონსი 19 დეკემბერი

19 დეკემბერს 12:00 საათზე "სპორტული კლუბების საერთაშორისო ასოციაცია" ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს რეგიონ ლიგის "გ"ჯგუფში გამარჯვებული გუნდებს დააჯილდოებს. 1-ელი ადგილი- თბილისის "ირაო," მე-2 ადგილი-თბილისის"თბილისი" და მე-3 ადგილი-გორის "ლეგიონი".

მის: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 17ბ

19 დეკემბერს 12:30 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნს“ დაათვალიერებენ.

მის: 26 მაისის მოედანი.

19 დეკემბერს, 15:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე ვ. ბოჭორიშვილის კლინიკას ესტუმრებიან.

მის: ალ. ყაზბეგის 16