ბულგარეთი წელს უკვე მესამედ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფიაში რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და 72 საათი მისცა იმისთვის, რომ ქვეყანა დატოვოს, რაც გამოწვეულია მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლობაში. ამის შესახებ ბულგარეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

ბულგარეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ შესაბამისი ნოტა უკვე გადაეცა რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელიც უწყებაში დაიბარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა შინაგან საქმეთა მინისტრს შეგროვებული მტკიცებულებების შესახებ აცნობა, რუსი დიპლომატის ჯაშუშურ საქმიანობასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ბულგარეთში რუსეთის სამხედრო ატაშეზე.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ მთავარი პროკურორისგან მიიღო წერილი, რომ წინასასამართლო საქმის წარმოების განმავლობაში დადგინდა, თუ როგორ კრეფდა სახელმწიფო საიდუმლოს სტატუსის მქონე ინფორმაციას აღნიშნული დიპლომატი, რომლის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა.

პროკურატურა აზუსტებს, რომ რუსეთის მოქალაქე ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც აგროვებდა ინფორმაციას, მათ შორის ამერიკელი სამხედროების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლებიც ბულგარეთში არიან დისლოცირებული. მას კავშირი ჰქონდა ბულგარეთის მოქალაქესთან, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ საიდუმლო ინფორმაციაზე და მას თანხის გადახდას დაპირდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში რუსი დიპლომატის გაძევების წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა. მანამდე რუსი დიპლომატები ქვეყნიდან სექტემბერში და იანვარში გააძევეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა