მაიკ პომპეო - ვლადიმერ პუტინი რეალურ საფრთხედ რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება გვიყვარს

მუდმივად მეკითხებიან ვინ არის ჩვენი მტერი და ჩემი პასუხი ისაა, რომ უამრავია ისეთი, ვისაც ჩვენი ცხოვრების, რესპუბლიკისა და ძირითადი დემოკრატიული პრინციპების შერყევა სურს, ცხადია, რუსეთი ამ სიაშია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მარკ ლევინის შოუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდეს, საიდანაც შეძლებს, აშშ-ს აზღვევინოს.

„ასიმეტრიული შესაძლებლობების გამოყენებით რუსეთი ცდილობს ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდეს, საიდანაც აშშ-ს საფასურის გადახდას დააკისრებს,“- განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს.

„ვლადიმერ პუტინი რეალურ საფრთხედ რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება გვიყვარს და ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველა საფრთხისთვის ვემზადებით,“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა