სხვადასხვა სამუშაოს გამო, 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის" განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), ზაზიშვილის, მარუაშვილის, კიკვიძის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, სანაპიროს, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის თევდორე მღვდლის, გოგოლის, ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, გროზნოს, თეთნულდის, როსტოვის, პალიასტომის, მიჩურინის, ნორიოს, ფარავნის, ართვინის, ქინქლაძის და დონდუას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, ფიფიების, ვორონინის, ზუგდიდის, იამანიძის, გორის, ქურდიანის, ბათუმის, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა