EMC – მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაუყოვნებლივ გააკეთოს საჯარო განცხადება შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე დაგეგმილ მოქმედებებზე

მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაუყოვნებლივ გააკეთოს საჯარო განცხადება შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე მერიის მიერ დაგეგმილი მოქმედებების შესახებ,- ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

EMC მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტს, განსაკუთრებით ზამთრისა და პანდემიის გათვალისწინებით, უარი თქვას საცხოვრებლის დანიშნულებით აგებული უნებართვო შენობების დემონტაჟზე, მიუხედავად იმისა შენობებში ამჟამად ცხოვრობენ თუ არა ოჯახები.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფრიკის დასახლებაში და თბილისის სხვა რაიონებში, 20 დეკემბერს, კვირას, მუნიციპალური ინსპექციის მიერ უნებართვო შენობა-ნაგებობების ნგრევის პროცესის განახლება იგეგმება. ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უკავშირდება ასეულობით ოჯახის გამძაფრებულ შიშს და მოლოდინს მათი საცხოვრებლის შესაძლო ნგრევის და გამოსახლების თაობაზე. სწორედ ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაუყოვნებლივ გააკეთოს საჯარო განცხადება შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე მერიის მიერ დაგეგმილი მოქმედებების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, EMC მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტს, განსაკუთრებით ზამთრისა და პანდემიის გათვალისწინებით, უარი თქვას საცხოვრებლის დანიშნულებით აგებული უნებართვო შენობების დემონტაჟზე, მიუხედავად იმისა შენობებში ამჟამად ცხოვრობენ თუ არა ოჯახები,“- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ყველა ამგვარი გადაწყვეტილება განსაკუთრებული სიფრთხილით და საცხოვრებლის უფლების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მიიღოს.

„სათანადო საცხოვრებელზე უფლება ადამიანისა და ოჯახების სოციალური უსაფრთხოების და კეთილდღეობის ბაზისური გარანტია და მასთან არის დაკავშირებული სხვა არა ერთი არსებითი უფლების რეალიზება. დაუშვებელია, ისედაც დაუძლეველი სიღარიბის, მძიმე დაუცველობისა და ყოველდღიური სოციალური უიმედობის წინაშე მცხოვრები ოჯახების დატოვება საცხოვრებლის გარეშე.

მოვუწოდებთ მერიას შეაჩეროს უნებართვოდ აგებული შენობების დემონტაჟის პროცესი და შეიმუშავოს სამართლიანი პოლიტიკა, წესი და პროცედურა, რაც საცხოვრებლის მიზნით აგებული უნებართვო შენობების დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილებისას გათვალისწინებს საცხოვრებელზე უფლების უპირატეს მნიშვნელობას და ინტერესს და დეტალურად, საფუძვლიანად და სამართლიან კრიტერიუმებზე დაყრდნობით განიხილავს და შეაფასებს ოჯახების საცხოვრებლის საჭიროებებს,“-აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა