“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რა თემებზე მსჯელობენ დღევანდელ შეხვედრაზე დაზუსტებით უცნობია, თუმცა პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის საკითხს უკავშირდება.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა