გიორგი ბარამიძე - ტერმინი „რევოლუცია“ აუცილებლად არ ნიშნავს ძალადობას და რაიმე არაკანონიერ ქმედებას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, „რევოლუცია“ აუცილებლად არ ნიშნავს არც ძალადობას და არც რაიმე არაკანონიერ ქმედებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნურავინ შეეცდება, რომ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში გაუგებრობა შემოიტანოს.

„როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს და ხელისუფლებამ, ივანიშვილმა, პუტინის გეგმის შემსრულებელმა ოლიგარქმა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, მიუხედავად მისი არჩევანისა, დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს ის დამანგრეველი პოლიტიკა, რასაც ამ 8 წლის განმავლობაში ახორციელებდა, ბუნებრივია, ნებისმიერი დემოკრატიული და მშვიდობიანი ბრძოლის ფორმა როგორც მისაღები, ასევე აუცილებელიც კია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნურავინ შეეცდება ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით გაუგებრობა შემოიტანოს ჩვენს საზოგადოებაში. ტერმინი „რევოლუცია“ აუცილებლად არ ნიშნავს არც ძალადობას და არც რაიმე არაკანონიერ ქმედებას. ამიტომ, ვიღაცას თუ რევოლუცია მიაჩნია ძალადობასთან და თოფის სროლასთან კავშირში, ეს კატეგორიულად ასე არაა. მშვიდობიანი ბრძოლის ფორმების სხვადასხვა შეფასებებს და დეფინიციას, ვინ როგორ გაიგებს, ეს მისი პოლიტიკური გემოვნების საკითხია. მთავარია, ყველანი ვიყოთ კონსტიტუციის, კანონების ჩარჩოებში და როგორც აქამდე ვიბრძოდით, ისე გავაგრძელოთ ბრძოლა მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით. ეს ბრძოლა არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებელიცაა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პარლამენტის უმრავლესობა წაართვას იმ პოლიტიკურ პარტიებს, როლებიც ქართველმა ხალხმა უმრავლესობად აირჩია. ოლიგარქის ჯიბის ცესკო-მაც კი აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 52% ხმას აძლევს ივანიშვილის ოპოზიციაში გადანაცვლებას. ამის საპირისპიროდ, ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს. ხოლო, ის ვისაც, ხალხის 52%-მა მხარი დაუჭირა, ოპოზიციაში დატოვოს. ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ეტაპზე რეალურ, არსებით კომპრომისზე ხელისუფლება წამოსვლას არ აპირებს. ბუნებრივია, პროტესტის სხვადასხვა ფორმა აუცილებელია“, - განაცხადა ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა