ანონსი  21 დეკემბერი

21 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

21 დეკემბერს, 10:30 საათზე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის" თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

21 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

21 დეკემბერს 14:00 საათზე, მოძრაობა ,,შემახე ამნისტია'' პარლამენტის უკან აქციას გამართავს მოთხოვნით: პარლამენტმა გამოსცეს ამნისტიის აქტი.

საკონტაქტო: 598549484

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (С კორპუსი, III სართული).

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქოს თავმჯდომარეზე ზეწოლისა დ ქრთამის შეთავაზების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 დეკემბერს, 16.00 საათზე, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პარლამენტის ზედა შესასვლელთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: მანდატების საკითხი.

საკონტაქტო პირი: ლელა გიორგაძე 591949545

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო