ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე 100-მდე დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსში ყოველკვირეული ანტისამთავრობო მარშის დროს პოლიციამ 100-მდე მომიტინგე დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აგვისტოდან, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ბელარუსში 30 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა