ირაკლი კობახიძე კითხვაზე რატომ აღიზიანებს ოპოზიციას - მგონი, კარგია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩემს კონკრეტულ ქმედებებს აქვს ეფექტი

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითა უპასუხა, კითხვას, "რატომ აღიზიანებს ოპოზიციას ის ყველაზე მეტად ოცნებიდან".

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ ქალაქი" აღნიშნა, ის, რომ ოპოზიციას აღიზიანებს კარგი ამბავია, რადგან როგორც ჩანს მის ქმედებებს ეფექტი ჰქონდა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ყველაფერი "შემოშლილი აქვს". მათ აღიზიანებთ, დაშლილი „გირჩი“, დაშლილი „ევროპული საქართველო“ და დაშლილი „ნაცმოძრაობა“, რაშიც პატარა წვლილი მან შეიტანა.

“მგონი, კარგია ეს ამბავი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩემს კონკრეტულ ქმედებებს აქვს ეფექტი. ის რომ „ევროპულმა საქართველომ“ 3 პროცენტი აიღო, რომ „ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა ძალაუფლებაში დაბრუნება, პრაქტიკულად პარტია დაიშალა, თავმჯდომარე ცალკე მიდის, იქ ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ, მთელი ოპოზიცია დაიშალა, ეს ჯანსაღი პროცესია. ამაში ჩემი გარკვეული წვლილი არის. მგონი ეს აღიზიანებთ მათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩემ თავზე ვერ მივიწერ, მაგრამ ჩემი პატარა წვლილიც არის ამ ყველაფერში. დაშლილი „გირჩი“ აღიზიანებთ, დაშლილი „ევროპული საქართველო“ აღიზიანებთ, დაშლილი „ნაცმოძრაობა“ აღიზიანებთ, ყველაფერი ხელში შემოშლილი აქვთ, შესაბამისად, ჩანს, რომ პატარა წვლილი, რაც მე შევიტანე პროცესში, იმას თავის ეფექტი ჰქონდა“ ,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო