ირაკლი კოვზანაძე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს საპარლამენტო განხილვებში

ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია ესწრებოდეს ამ განხილვებს, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს კომიტეტში მონაწილეობდა, მუშაობდა, თანამშრომლობდა, აქტიურად იყო ჩართული ყველა თემის განხილვაში, რომელიც ჩვენი კომიტეტის დღის წერიგში იყო,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყების წინ განუცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის წევრებს მინისტრობის კანდიდატებთან კითხვები ექნებათ და ის ელოდება ობიექტურ პასუხებს თითოეული სამინისტროს წარმომადგენელის მხრიდან.“

„ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია ესწრებოდეს ამ განხილვებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასდროს ამტკიცებდნენ ამა თუ იმ საკითხს, მათი და ჩვენი პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა, მათი კრიტიკა, წინადადებები ხშირად სხვა კუთხით აჩვენებდა საკითხებს როგორც ტრიბუნაზე მდგომებს, ასევე თითოეულ ჩვენგანს - უმრავლესობის წევრებს. ასე რომ ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია იყოს და მონაწილეობდეს ნებისმიერ საპარლამენტო განხილვებში,"- განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისათვის, დღეიდან პარლამენტი კომიტეტებზე მინისტრთა კაბინეტის წევრთა კანდიდატების მოსმენას იწყებს. ამასთან ერთად, პარლამენტი 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა