მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

თბილისში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ, 26 მაისის ქუჩაზე წყალსადინების ქსელი მოწყო, ამ ეტაპზე გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი იგება და სამუშაოებისთვის 761 900 ლარამდე დაიხარჯება.

„გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა განხორციელდა, სადაც ბეტონის გზა მოეწყობა. ასევე, განთიადის I შესახვევში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლევან კობიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა