ირაკლი კოვზანაძე - ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას, მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება

ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას, მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც შესაბამისი პროფილის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისი თქმით, მომავალ სამთავრობო გუნდს ბევრი მუშაობა მოუწევს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევისთვის.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარებების მოზიდვა, რომლებიც მიმართული იქნა საბიუჯეტო დანაკლისების შესავსებად და ცენტრალური ბანკის რეზერვებში. ფაქტია, პანდემიიდან გამომდინარე მომავალი წელი რთული იქნება, მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ იქნება მარტივი წელი, რაც შემოტანილი ბიუჯეტის პარამეტრებიდან ჩანს. წინა ხაზზე გამოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და მათი დაძლევის გზები, პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს ამ მიმართულებით ბევრი მუშაობა მოუწევთ“,-განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა