ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მიმართავს, ონისა და ნამოხვანის ჰესის კასკადურ მშენებლობაზე  მორატორიუმი გამოცხადდეს

ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებს მიმართავს, ონისა და ნამოხვანის ჰესის კასკადურ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს, მათ შორის ნათია თურნავას უსმენენ.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, როგორც ყოფილ დეპუტატს აქვს უფლება დაესწროს ნებისმიერ სხდომას, შესაბამისად, დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე მივიდა იმისათვის, რომ ამ საკითხთან მიმართებით მთავრობის წევრობის კანდიდატებს ესაუბროს.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი ონისა და ნამოხვანის ჰესის კასკადურ მშენებლობაზე. ეს წინა პარლამენტშიც მოხდა. მიუხედავად ამისა, არც ნათია თურნავას და არც მთავრობის სხვა წევრს ამ საკითხისთვის ყურადღება არ მიუქცევია. უკვე 60 დღეა ადამიანები კარვებში იყინებიან იმიტომ, რომ შეაჩერონ ეს უკანო მშენებლობა, რადგან ამ მშენებლობის ნებართვები არ არსებობს. ეს ენგურზე ოდნავ მცირე ჰესია, რომელიც საფრთხეს უქმნის იმერეთის რეგიონს და ზოგადად, მიზანშეწონილობა დაუდგენელია იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ენერგომოხმარების 10% ბიტკოინების წარმოებაზე მოდის. ე.ი. კიდევ უფრო მეტი ბიტკოინი უნდა ვაწარმოოთ და ამ ბიტკოინებს შევუქმნათ სასათბურე მდგომარეობა იმისათვის, რომ გარემო გავანადგუროთ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შესვლა და ყურადღების გამახვილება საკითხზე. შესაძლებლობას ვიყენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრებსა და ეკონომიკის მინისტრს მოვთხოვო, როგორც კანონში წერია, ამ საკითზე მოაწყოს რეალური, საჯარო განხილვა. შეუქცევადი სიტუაცია შეიქმნა,რადგან ნებართვა არ არის გაცემული და მშენებლობა მაინც მიმდინარეობს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მიმართავს, ონისა და ნამოხვანის ჰესის კასკადურ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა