ერაყის პრეზიდენტი ბაღდადის „მწვანე ზონაში“ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას „ტერორისტულ აქტად“ აფასებს

ერაყის პრეზიდენტი ბარჰამ სალეჰი ბაღდადის ე.წ. „მწვანე ზონაში“ კვირას განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას „ტერორისტულ აქტად“ აფასებს.

„მწვანე ზონაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია, რომელიც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლესა უსაფრთხოებას და მათ საკუთრებას, ეს წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოს პრესტიჟის შენარჩუნების ძალისხმევაზე თავდასხმას”, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა “ძირს უთხრის ერაყის საერთაშორისო რეპუტაციას და მის საგარეო ურთიერთობებს.“

ცნობისათვის, გუშინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. „მწვანე ზონაში“ რვა რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა. რაკეტების უმრავლესობა აშშ-ის საელჩოს შენობასთან ახლოს დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა და მანქანა დაზიანდა. ერაყში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა