რიმა ბერაძე - თვითმმართველობის განვითარებისთვის რეგიონული ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის წევრის რიმა ბერაძის განცხადებით, თვითმმართველობის განვითარებისთვის რეგიონული ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ბერაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ბერაძემ ასევე ეკონომიკური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს სხვადასხვა კითხვა დაუსვა.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს: რეგიონალური ფონდის მნიშვნელობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ფონდის მიერ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და განსაკუთრებით თვითმმართველობის განვითარებისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესაწყობი ფონდი და იქნებ უფრო კონკრეტულად ახსნათ თუ როგორი იქნება მომდევნო წელს და გარკვეულ პერიოდში ამ ფონდის მუშაობა?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას: მე როგორც საკრებულოდან და თვითმმართველობიდან წამოსულ დეპუტატს, ძალიან აქტიური შეხება მქონდა მოსახლეობასთან და ყველაზე მნიშვნელოვანია ფართების დაკანონების თემა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა წლების განმავლობაში. ეს ადამიანები ცხოვრობენ ამ ფართებში და მათი დაკანონება ვერ ხერხდება. იქნებ გასცეთ დავალება შესაბამის სამსახურებს - ჩვენს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე რევიზია გააკეთონ.

პანდემიისაგან შექმნილმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ეკონომიკა, თითოეული ჩვენთაგანისათვის კარგადაა ცნობილი, აუცილებელი გახდა საგადასახადო შეღავათები იმ ინდუტრიისათვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები. ჩვენ მივესალმებით ამას, ვიცით რომ ბიუჯეტში შემოსავლები დაიკლებს და რა თქმა უნდა, მოიმატებს საჭიროებები. ფინასთა მინისტრობის კანდიდატს მიმნდა ვკითხო - ხომ არ შექმნის ეს საბიუჯეტო დეფიციტს და როგორ აპირებთ, დაბალანსებას ამ კუთხით და რა გეგმები გაქვთ დეფიციტის შესასრულებლად?", - განაცხადა ბერაძემ.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო