“თიბისი-ში”ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება უკვე შესაძლებელია

“თიბისი-ში” სესხით სარგებლობა უკვე იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, რომლებსაც სახელფასო ჩარიცხვები არ უფიქსირდებათ. „თიბისი ბანკის“ ცნობით, თუ მომხმარებელი საზღვარგარეთიდან გზავნილს სტაბილურად იღებს, შესაძლებლობა აქვს, უმოკლეს დროში დაიმტკიცოს სესხი და ის საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენოს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თიბისიდან" აცნობეს.

„ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად, სარემონტო ხარჯების დასაფარად, სწავლის დასაფინანსებლად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და სხვა. ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილის არანაკლებ ხუთი ჩარიცხვა უნდა უფიქსირდებოდეს. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 18.5%-დან იწყება, რაც შეეხება დაფარვის ვადას, ის სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 4-დან 15 წლამდე განისაზღვრება. დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს“,-აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება