გია ვოლსკი „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“ - ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე

მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები,მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და გავრილოვი ერთად მოქმედებდნენ.

"მე საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს - „ნაცმოძრაობა“, "ევროპული საქართველო", გავრილოვი - ვინაიდან, დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზებთ, თუნდაც, გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ის ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს, არაფერს გამოვრიცხავ. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე. თუკი დღევანდელ ვითარებას შევაფასებთ ბარიერის ერთ მხარეს რჩება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, აშშ, ევროკავშირი, როცა წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდს აფასებენ, როცა სტაბილურობის თემას აფასებენ, რაც კავკასიაში საკმაოდ რთულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული და მეორე მხარეს ვხედავთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც დესტაბილიზაცია და სტრესი გადაუწყვეტიათ თავის პოლიტიკურ ძირითად სტრატეგიად. ასე რომ, გამოსარიცხი არაფერია, თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, ზედაპირზე სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალება დევს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. ამის შესახებ კობახიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტქალაქში“ განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა