მეცნიერი - ინგლისში აღმოჩენილი ახალი შტამი ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული

დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, დიდწილად, ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული. ამის შესახებ მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ლონდონის Imperial College -ის პროფესორი ნილ ფერგიუსონი აცხადებს.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ახალი ვირუსი. არსებობს საინტერესო ეპიდემიოლოგიური ტენდენციები იმისა, თუ როგორ მოქმედებს ეს ვირუსი, რომ მას გააჩნია დიდი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ“, - განაცხადა ფერგიუსონმა გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მეცნიერები განაგრძობენ ახალი მუტაციის შესწავლას, მაგრამ უკვე ფლობენ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ვირუსის ეს ვარიანტი, მინიმუმ 50 %-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ადრე ნაცნობი ვირუსი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია