ეკა ბესელია - მე-10 მოწვევის პარლამენტი ძალიან უღიმღამოდ და უშინაარსოდ გამოყურება, რადგან აუცილებელი შემადგენელი - განსხვავებული აზრი არ არსებობს

პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი, რომლიც ამ პანდემიის ფონზე უფრო სახიფათო ჩანს, ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს ძალიან სწრაფად დააყენებს. ამის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტი ძალიან უღიმღამოდ და უშინაარსოდ გამოყურება, რადგან აუცილებელი შემადგენელი - განსხვავებული აზრი არ არსებობს.

„ჩემი გადასახედიდან, ძალიან უღიმღამოდ და უშინაარსოდ გამოყურება, სადაც არაა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ყველაზე აუცილებელი შემადგენელი - განსხვავებული აზრი. პარლამენტი ხომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ინსტანციაა და მას ყველაზე მეტად უნდა ეტყობოდეს, რომ წარმომადგენლობითი ორგანოა. როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთპარტიულ პარლამენტს, განსაკუთრებით გული მწყდება. ჩვენ ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ალბათ, ეს დროებითი მოცემულობაა.

მე არ გამიკვირდება, ის ახალი თაობა, რომელიც ახლა აღტაცებულია, ამ გარემოში მოხვედრილია, შეიძლება ვერ გრძნობს იმ ტვირთს, რაც აკისრიათ, მაგრამ ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, აუცილებლად გრძნობს და ამიტომაცაა ასეთი ინკვიზიციური კანონპროექტების ინიცირება დაწყებული, რომ აი, თუ არ შემოხვალთ პარლამენტში - დაგსჯით! დაგსჯით იმით, რომ პარტიების განვითარების წყაროს წაგართმევთ. ახლა გააცნობიერეს, რომ მარტო ვერ იქნებიან, რომელ ქვეყანაშია ერთპარტიული პარლამენტი?! სადაც ეს დარჩა, ესაა ყველაზე არაცივილიზებული სამყაროს ნაწილი და საქართველო ამ ჩამონათვალში დიდხანს ვერ დარჩება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კრიზისი, რომლიც ამ პანდემიის ფონზე უფრო სახიფათოდ ჩანს, ძალიან სწრაფად დააყენებს ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს", - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა