მამუკა ხაზარაძე - ჩვენ სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად და ვაგრძელებთ პარტიის მშენებლობას, რომ ქვეყანაში პოსტსაბჭოთა ეპოქა დავამთავროთ

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა. როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ამ ერთი წლის განმავლობაში, “ლელომ” ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.

“დღეს, 22 დეკემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გახდა ერთი წლის. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოვასწარით და მოვახერხეთ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევქმენით სერიოზული პროფესიონალების გუნდი, სუფთა წარსულით და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების კონკრეტული გეგმა. ჩვენ შევქმენით მიმართულებები, დოკუმენტები და ხედვა, რომელიც ჯერ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ყოფილა. მიუხედავად იმ თავდასხმებისა და უზარმაზარი შავი პიარისა, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა პირადად ჩემს მიმართ, ბადრი ჯაფარიძის მიმართ და ჩვენი პარტიის მიმართ, ჩვენ არ შეგვშინებია, პირიქით ამან გაგვაძლიერა და დაგვანახა, რომ საკმაოდ სერიოზული მომავალი აქვს იმ წამოწყებას, რომელიც ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ. ჩვენ სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად და ვაგრძელებთ ჩვენი პარტიის მშენებლობას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში პოსტსაბჭოთა ეპოქა დავამთავროთ, პოსტსაბჭოთა მენტალიტეტი ჩავაბაროთ წარსულს და სიყალბე და ტყუილი ჩავაბაროთ წარსულს”, - განაცხადა ხაზარაძემ.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, “ლელო” ერთ წელიწადში წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა.

“ეს ერთი წელი იყო განსაცდელებით, ბრძოლით აღსავსე. ეს იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლა. ბრძოლა იმისათვის, რომ შევცვალოთ უიმედო ვითარება და უიმედო რეალობა. მინდა ვთქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში “ლელომ” უზარმაზარ შედეგს მიაღწია და გააჩინა იმედი ჩვენს თანამოქალაქეებში, რომ პოლიტიკოსობა არ ნიშნავს წარუმატებელი ადამიანის საქმეს. “ლელო” გამორჩეულია იმით, რომ მისი წევრები არიან წარმატებული ადამიანები, რომელსაც გააჩნიათ ხედვა და იციან, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან. “ლელომ” ერთ წელიწადში მოახერხა, რომ გამხდარიყო ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა და ეს არის უზარმაზარი შედეგი”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა